
თბილისის N208 საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგ ნინო აშორტიას ხელმძღვანელობით ჩატარდა პროექტი: ,,სკოლის ვარსკვლავი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.
მათ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში: ცეკვა, სიმღერა, ხატვა, მხატრული კითხვა, ილუზიონიზმი, დრამზე შესრულება, გამოგონება. გამოვლინდა სამი გამარჯვებული: დათა კალანდაძე, ლიზი მანძულაშვილი და ანა კიპაროიძე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს და მონაწილე ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები: