ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლაში IX კლასის „ბოლო ზარი“ გაიმართა
24-06-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხანჯიგაზლოს საჯარო საბაზო სკოლაში IX კლასის „ბოლო ზარი“ გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. მათ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა და თანასკოლელებს.
მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის მიმართ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.