ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ელემენტთა მეჯლისი“ გამართეს
24-06-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ოთარ ჩხეიძის სახელობის ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის ნინო კახნიაშვილის ხელმძღვანელობით - „ელემენტთა მეჯლისი“ გამართეს.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მენდელეევის პერიოდული სისტემის ელემენტები. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ელემენტების ქიმიური და ფიზიკური თვისებები, მათი აღმოჩენის ისტორია, პრაქტიკული გამოყენება.