
ახალციხის N1 საჯარო სკოლის Iდ კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. გამოსამშვიდობებელი ზეიმზე მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად შეაჯამეს სკოლაში გატარებული ერთი წელი; ასევე წარმოადგინეს სასწავლო პროგრამით მიღებული ცოდნა და უნარები.
ფერადმა და მხიარულმა ზეიმმა მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. ზეიმის ბოლოს პედაგოგმა ნინო ყურმაშვილმა და სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა მოსწავლეები პირველი ვარსკვლავით დააჯილდოვეს და მეორე კლასში გადასულებს წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები