ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დამთავრება იზეიმეს
24-06-2019

შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო სასწავლო წლის ბოლო დღე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში: მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით და ანი არდიას დიზაინით  შექმნილ ლამაზ გარემოში იზეიმეს სასწავლო წლის დამთავრება;

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ლუკა გოგსაძეს მიულოცეს საბაზო საფეხურის დამთავრება, მანაც მადლიერება გამოხატა  მასზე გაწეული ამაგისა და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის, რომელიც ახალ გარემოში დამკვიდრებასა და სასწავლო პროცესის სირთულეების დაძლევაში დაეხმარება;

ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებულ მასწავლებელ ირმა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით მომზადებული თხზულებების პრეზენტაცია მოახდინეს მე-4 კლასელმა ლაშა ტოროტაძემ, მერვე კლასელებმა ელენე გოგსაძემა და სალომე ვაჩაძემ;

ეკატერინე ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს ანი და ლუკა არდიებმა მეგობრებისათვის სამახსოვრო კარიკატურები და სახუმარო ლექსები,მართალია, ოჯახური მდგომარეობის გამო თვითონ ვერ დაესწრნენ ღონისძიებას, მაგრამ ყველაფერი გამზადებული დატოვეს, ლუკას თხზულებაც სხვამ წაიკითხა.

ლალი ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით მოამზადა პრეზენტაცია მე-4 კლასელმა ლაშა ტოროტაძემ „ჩიტი კოლიბრი“, ხოლო მე-2 კლასელმა ლიზი გოგსაძემ მხატრულად წაკითხული ლექსითმიულოცა მეგობრებს სასწავლო წლის დასრულება;

ლენა გოგსაძემ სკოლის დერეფანში მოაწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა;

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თეონა მასწავლებლის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული სასკოლო ღონისძიებების ამსახველი სლაიდშოუ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203