ბუშეტის საჯარო სკოლის მოსწავლე ფესტივალზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა
24-06-2019

თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ეთერ მათიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის 16 ივნისს ქალაქ თელავის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე „ხელოვნება და შემოქმედება“.

საამაყო მოსწავლე სიმღერის ნომინაციაში პირველ ადგილის მფლობელი გახდა. მისი გამარჯვების შედეგად სკოლას 600 ლარიანი ვაუჩერი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა გადაეცა.

სკოლა ულოცავს ეთერს ამ გამარჯვებას. მომავალში დიდ წარმატებებს უსურვებსდა მადლობას უხდით სკოლისათვის მოპოვებულ ჯილდოს გამო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203