
ბათუმის „რაგბი არენაზე“ 2019 წლის „კოკა-კოლას თასის“ გოგონათა გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ალვანის პირველი და თბილისის N146 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა ალვანელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
გუნდებს კუთვნილი მედლები და თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და „კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ გადასცეს.
აღნიშნულ პრიზებთან ერთად გოგონათა გუნდებს კოკა-კოლას სამახსოვრო საჩუქრები და „მაკდონალდსის“ ვაუჩერები გადაეცათ.
„კოკა-კოლას თასი 2019“-ის გოგონათა გათამაშებაში მონაწილეობა 248 სკოლის 2500-მა მოსწავლემ მიიღო. სულ კი წლევანდელ ტურნირში 1000-ზე მეტი სკოლის, 11 000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.
იხილეთ ფოტოები