ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა
24-06-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს-სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა.

არჩევნებმა სკოლაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

როგორც ცნობილია, სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი (თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს). ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203