ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა ქალბატონმა დინარა მესხიშვილმა სასწავლო წლის ბოლოს სასწავლო ექსკურსია მოაწყო.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ვანის საამაყო შვილების გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმები, ვანის ნაქალაქარ ნაკრძალი და არქეოლოგიური მუზეუმები დაათვალიერეს.
სასწავლო ექსკურსიით კმაყოფილები დარჩნენ მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები: