გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში ქობულეთის სკოლების პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავეს
24-06-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობაზე სპორტულ-გასართობ შეჯიბრში - ,,მხიარულ სტარტები“ წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში III ადგილი დაიკავეს. მოსწავლეები სიგელებით და თასით დაჯილდოვდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებს ულოცავს და წინსვლას უსურვებს.