ოშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მარტვილში იმყოფებოდნენ
24-06-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ექსკურსიაზე მარტვილში იმყოფებოდნენ.

„სიტყვა მარტვილი ბერძნულია და ნიშნავს წამებულს. ძველი დასახლებული პუნქტის მარტვილის თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. მარტვილი დღეს არამარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ უცხოელ ტურისტებსაც აოცებს თავისი მღვიმის ზღაპრული სილამაზით. ეს სილამაზე პირადად უნდა ნახო, სიტყვებით ვერ აღწერ ,მზის სხივებში სხვადასხვა ფერებში გარდატეხილ წყლის შხეფებს.

სამაშველო ჟილეტებში გამოწყობილებმა დიდი სიამოვნება მივიღეთ ნავებით გასეირნებისას. მიგვაჩნია, რომ ჯერ შენი ქვეყნის ღირშესანიშნაობებს უნდა გაეცნო და შემდეგ იმოგზაურო სხვაგან. ყველა კმაყოფილი დავრჩით“, -  ნათქვამია  ოშორის საჯარო სკოლის XI კლასის ხელმძღვანელის მაგდანა ბაღდოშვილის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203