
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები ექსკურსიაზე მუზეუმში იმყოფებოდნენ.
„ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი დღე გაატარეს მოსწავლეებმა პროექტ - „ერთი დღე მუზეუმში“ ფარგლებში, რადგან ბავშვები შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, რომელიც მათ სოფელში, დვაბზუში მდებარეობს.
განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდათ მუზეუმის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჯაველიძე. ბავშვები და მასწავლებელი მადლობას უხდიან მას დღის ასე გალამაზებისთვის.