წყალტუბოს რაიონის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: „საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაში.“
მომხსენებლები გახლდნენ - ინგლისური ენის მასწავლებელი მაია კუჭუხიძე და დაწყებითი კლასების მასწავლებელი სოფიკო ხუროძე.
კვლევის მუშაობის პროცესში მასწავლებელმა მაია კუჭუხიძემ და სოფიკო ხუროძემ გამოიყენეს როგრც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები, რომელშიც შედიოდა დაკვირვება მოსწავლეების და ფოკუს ჯგუფში კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან ჩაატარეს ასევე გამოკითხვა ანკეტირება მოსწავლეებში. კვლევის პრეზენტაციის დროს მივიღეთ პედაგოგებმა რეკომენდაციები:
საშინაო დავალების ხარისხის ასამაღლებლად: სისტემატურად მოხდეს საკლასო და საშინაო დავალების რუბრიკის ანალიზი.
საშინაო დავალების მიცემისას მასწავლებელმა გამოიყენონ " მენიუს" მეთოდი ანუ თავისუფალი არჩევანი.
სისტემატიურად მოხდეს დავალების შეფასება,მკაფიო და დეტალური უკუკავშირი. საკითხების შექმნისას ხშირად ჩატარდეს დიაგნოსტიკური ტიპის სამუშაო აქტივობები. ინდივიდუალური დავალების შესრულება და უკუკავშირი.
მიეცეს მოსწავლეს მრავალფეროვანი ტიპის დავალებები სხვადასხვა უნარის განსავითარებლად.