სარეკის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში პირველკლასელების მონაწილეობით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა
24-06-2019

როსტომ აბრამიშვილის სარეკის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, პირველკლასელთან ერთად რამდენიმე ღონისძიება ჩატარა.

საახალწლო ზეიმი, ანბანის გაცილება და სასწავლო ექსკურსია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში: სხვიტორსა და სავანეში.

პირველკლასელთა ღონისძიებებს ესწრებოდნენ მშობლები, ბებიები, მასწავლებლები და მათი საყვარელი და-ძმები.

პირველკლასელების მიერ წარმოთქმულმა ლექსებმა და შესრულებულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს და ისინი დამსწრე საზოგადოებამ ტაშით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203