მუხურის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“ განხორციელდა
24-06-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ირაკლი გაბრიჭიძსა და ამავე სკოლის IX კლასის ორგანიზებით, მოეწყო სოციალური პროექტი სახელწოდებით „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“.
პროექტი გულისხმობდა დამსწე საზოგადოებას მოესმინა ისეთი რთული დაავადებებისა და დამოკიდებულებების შესახებ როგორიცაა: აივ- ინფექცია, შიდცი, ტუბერკულოზი, ნარკომანია, თამბაქოზე დამოკიდებულება.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს თუ რა უარყოფით შედეგს იწვევს ზემოთხსენებული დაავადებები ადამიანის ორგანიზმზე,ისაუბრეს ფაქტორებზე, რომელიც უბიძგებს ადამიანს მსგავსი მავნე ჩვევებისაკენ.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია სადაც თითეულ დამსწრე მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემის მოგვარების მისეული ხედვის შესახებ, პროექტი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა და მოსწავლეთა ინტერესიც გამოიწვია.
პროექტის განხორციელებაში დიდი წვრილის შეტანისათვის IX კლასის აღსაზრდელები ქების სიგელით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს