ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
24-06-2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელთან, ეთერ დავითაშვილთან ერთად სოფელ ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოს პერიოდში დასრულდება. მომავალ სასწავლო წელს კი ზემო ქედელები ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეხვდებიან. 

ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით (Millennium Challenge Corporation – MCC) ხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203