თბილისის N59 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი გორდეზიანმა პროექტში - „წიგნიერი და პატრიოტი თაობა - 2019“ გაიმარჯვა
24-06-2019
თბილისის N59 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ლიზი გორდეზიანმა პროექტში - „წიგნიერი და პატრიოტი თაობა - 2019“ გაიმარჯვა და ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობის საგზური მოიპოვა.
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სკოლისთვის გაგზავნილ წერილში სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლის გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის პროექტში წარმატებული მოსწავლის ჩართვისთვის.