თრიალეთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთან შეხვედრა მოეწყო
24-06-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა ეკა ჭეხანმა პროექტის - „შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგთან“ განხორციელების მიზნით, ღვაწლმოსილ მასწავლებელთან ომარ ვანაძესთან შეხვედრა მოაწყო.
შეხვედრაზე ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ისაუბრა თავისი მოღვაწეობის საუკეთესო წლებზე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ომარ ვანაძე დაიბადა 1938 წლის 16 ივნისს, იგი 81 წლისაა და 55 წლის მანძილზე ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, პედაგოგიურ მუშაობას აგრძელებს თრიალეთის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
„მას მოღვაწეობის პერიოდში აქვს მრავალი ნაშრომი გამოცემული. ბატონ ომარ ვანაძემ თრიალეთის საჯარო სკოლას მიუძღვნა წიგნი თრიალეთის „ცოდნის ჩირაღდანი“.
შეხვედრა გაიმართა საზეიმო ვითარებაში, სადაც ბატონმა ომარმა და ისაუბრა თავისი მოღვაწეობის საუკეთესო წლებზე. პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ეკა ჭეხანმა მადლობის ნიშნად მოამზადა ტორტი თრიალეთის „ცოდნის ჩირაღდანი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს