დანისპარაულის საჯარო სკოლაში თემაზე - „პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი“ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
21-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, დანისპარაულის საჯარო სკოლის მე-10 კლასში, სამოქალაქო განათლებაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ზურაბ  შამანაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის  თემა იყო -  „პრობლემები  საზოგადოებაში,  დამოკიდებულება  პრობლემებისადმი“.

გაკვეთილის  მიზანი:  კითხვების  საშუალებით მოსწავლეთა დაფიქრება მათ გარშემო არსებულ პრობლემებზე, ადამიანების გულგრილობაზე და მის შედეგებზე, ტოლერანტობასა, ურთიერთთანადგომას ინიციატივასა და მათ ღირსეულ ქმედებაზე.

ცოდნა: მოსწავლეები შეძლებენ დაადგინონ, რომ საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრა ადამიანების საერთო ძალისხმევას მოითხოვს, შეაფასებენ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში მათი აქტიური ჩართვა და მონაწილეობა.

უნარები: მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ ადამიანთა პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემები დაადგინონ მათ შორის კავშირები გამოუმუშავდეთ ემპათიის თვისებები, პრობლემებისადმი კავშირის დადგენის უნარი და მათ გადაჭრაში საკუთარი შესაძლებლობის​ აქტიური გამოყენების აუცილებლობის მნიშვნელობა.

დამოკიდებულება: მოსწავლეები გააცნობიერებენ როგორც საკუთარი ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულებას სხვადასხვა პრობლემებისადმი, გაიაზრებენ პრობლემების გადაჭრაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის აუცილებლობას.

გაკვეთილის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203