თრიალეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „მრავალშვილიან ოჯახთან ერთად“ განხორციელდა
21-06-2019

წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „მრავალშვილიან ოჯახთან ერთად“ განხორციელდა.

თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ეკა ჭეხანმა გადაწყვიტა სადამრიგებლო კლასთან ერთად, დახმარება გაეწია დაბა თრიალეთში მცხოვრებ მრავალშვილიან მარკოიძეების ოჯახს. ოჯახში სამი ბავშვია, მათ ზრდიან მამა და ბებია. ოჯახი ბებიას პენსიაზეა დამოკიდებული.

მერვე კლასის მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ეკა მასწავლებლის იდეას და კიდევაც განახორციელეს და შეხვდნენ მრავალშვილიან ოჯახს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203