ვანის მუნიციპალიტეტის, ზეინდარის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგმა თამარ აბრამიძემ ღონისძიება - „საქართველო მე-20 საუკუნეში“ ჩაატარა. ღონისძიებაში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც ასახავდა 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული 1993 წლის ჩათვლით თუ რა კატაკლიზმებით აღსავსე პერიოდი განვლო საქართველომ. მოსწავლეებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
- პირველი რესპუბლიკა და მისი აღსასრული;
- 1937 -იანი წლები და საქართველო;
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში;
- საქართველო 1956 წლის 9 მარტიდან 1989 წლის 9 აპრილამდე;
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა;
იხილეთ ფოტოები