ზენითის საჯარო სკოლაში მათემატიკასა და ქართულ ენაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
21-06-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზენითის საჯარო სკოლის მე-2 კლასში პედაგოგმა რუსუდან მახარაძემ მათემატიკასა და ქართულ ენაში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.