კურსების საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-06-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლის მესამე კლასს არაფორმალურ გარემოში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში ქუთაისის სამეფო რეზიდენცია დაათვალიერეს, პრეზენტაციები გააკეთეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი მოინახულეს და ახალაშენებულ აღდგომის ტაძარს ხატი შეწირეს.
„სკოლის აღსაზრდელებმა ქუთაისის სამეფო რეზიდენცია დაათვალიერეს, აქვე გააკეთეს მშობელთა ჩართულობით მომზადებული პრეზენტაციები , მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიც მოინახულეს და დედაღვთისაზე ახალაშენებულ აღდგომის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შეწირეს. მართლაც საინტერესო და ორიგინალური გასეირნება გამოვიდა. მადლობა არაჩვეულებრივი იდეისთვის და ორიგინალური სასწავლო გარემოსთვის ქალბატონ ინგა კაკუშაძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს