წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღეს ამაგდარი პედაგოგი მოინახულეს
21-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაია ქობულიამ და მოსწავლეებმა - მარიამ კუჭავამ და გიორგი კუტივაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქის ამაგდარი პედაგოგი ნანული ჭავჭანიძე მოინახულეს. იგი 1956 წლის 9 მარტის ტრაგიკული ამბების მონაწილეა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა ნანული ჭავჭანიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ინტერვიუ ჩამოართვეს.
„უპირველეს ყოვლისა მივულოცეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ინტერვიუ ჩამოვართვით. ქალბატონმა ნანულიმ გაიხსენა დღეები, რომელიც ახლაც მძიმეა მისთვის, განაცხადა, რომ მანიფესტაციაში მონაწილე ახალგაზრდები ყველა გმირი იყო, რომ სწორედ ასეთმა გაბედულმა ადამიანებმა ჩაუყარეს საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას. გვისურვა თავისუფალი და ძლიერი საქართველო და მოგვცა ბევრი სასარგებლო რჩევა. ქალბატონი ნანული, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა მზად იყო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. მადლობა კეთილშობილ ქალბატონს, ჩვენს კოლეგას ქალბატონ ნანული ჭავჭანიძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს