ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლო დღეს დასკვნითი ღონისძიება გამართეს
21-06-2019
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლო დღეს დასკვნითი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი თამარ ტყებუჩავა ხელმძრვანელობდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და მასწავლებელს ოთხწლიანი ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.