ხაშურის N7 სკოლის ბაზაზე არსებულმა მუსიკალურმა წრემ წლის მუშაობა ღონისძიებით შეაჯამა
20-06-2019
ხაშურის N7 სკოლის ბაზაზე არსებულმა მუსიკალურმა წრემ - „ჯადოსნური სამყარო“ წლის მუშაობა შეაჯამა და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით დატვირთული ღონისძიება წარუდგინა.
მუსიკალურ წრეს მუსიკის მასწავლებელი ნონა ტეფნაძე ხელმძღვანელობს.
ღონისძიებას მიწვეული სტუმარი საბავშვო სიმღერების ავტორი მაია ოთიაშვილი ესწრებოდა.