ჭოპორტის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს საინტერესო ღონისძიებით დაემშვიდობნენ
20-06-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ჭოპორტის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს, ლია ქსოვრელს, საინტერესო ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
„ლია მასწავლებელი სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდა პატარებს მთელი ოთხი წლის განმავლობაში. მან მარტო ცოდნა კი არ გადასცა თავის მოსწავლეებს, არამედ ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო მათი მეგობარი და დახმარებოდა იმ გზის გაკვალვაში, რომელსაც მომავალი ჰქვია.
ღონისძიების ბოლოს ლია მასწავლებელმა პატარებს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, - „მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ, ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა თავის აღზრდილებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს