ფოთის N1 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა
20-06-2019
თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე კათედრების მიხედვით წარმოდგენილი იყო 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსები და ნამუშევრები. მოსწავლეებმა ისაუბრეს რესურსების შექმნისა და დანიშნულების შესახებ, მოისმინეს შეფასებები.
სკოლის დირექტორმა ნონა ჟვანიამ ხაზი გაუსვა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართულობის მნიშვნელობას და შეაჯამა სამი თვის მუშაობის შედეგები. მან მადლობის სიგელები გადასცა მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობების განხორცილებაში; სიგელებით დაჯილდოვდნენ VI, VII, XI კლასები მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებისათვის; მადლობა გამოეცხადათ პედაგოგებს: მანანა გელაშვილს, მაკა ჭედიას, მაია გვასალიას, ლენა ლომაიას, სვეტა ზარანდიას, ნაირა სახოკიას, მარინა ჩხარტიშვილს, ლელა ფესვიანიძეს პროექტების განხორციელებისათვის.
გამოფენის დასასრულს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლასთან არსებული გუნდისა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის შემაჯამებელ გამოფენას ესწრებოდნენ : ექსპერტი აზა ჯოჯუა, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს