არალის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
20-06-2019

ადიგენის რაიონის არალის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო განწყობილებითა და ემოციებით დატვირთული გამოსაშვები საღამო მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე მეოთხე კლასმა (ხელმძღვანელელი ნინო კაჭკაჭაშვილი) წარადგინა.

ლექსს სიმღერა ენაცვლებოდა, სიმღერას - ცეკვა, ტკბილ მოგობებებს მეოთხე კლასის პედაგოგებთან განშორების სევდა...

ჭკვიანმა და ყოჩაღმა გოგო-ბიჭებმა დამსწრე საზოგადოება თავიანთი არტისტიზმით მოხიბლეს და დაარწმუნეს, რომ უკვე დიდები არიან, ბევრი რამ ისწავლეს და მეხუთეკლასელობას წარმატებით გაართმევენ თავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203