ვალის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
20-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას ორგანიზება მე-4 კლასის დამრიგებელმა სუსანნა გალოიანმა გაუწია.