
შინაარსიანი სასწავლო წლის შემდეგ ხალისიანი და საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა 2018-2019 წელი ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში.
გარდა იმისა, რომ პირველმა კლასებმა ანბანური ეტაპის დასასრული ტიკტიკით გადმოცემული სხვადასხვა ლექსითა და ტკბილი ფრაზებით აღნიშნეს, მეოთხე კლასებმა კი ერთი ეტაპის დასრულება და მეორე, უფრო საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საფეხურზე ასვლა ცრემლით გადაწყვიტეს, სწავლის ბოლო დღეებში მესამე კლასებმა დაატკბო მაყურებელი.
მე-3ა კლასმა სპექტაკლი ,,დედობილი“ წარმოადგინა და თბილი ღიმილი და გულაჩუყებისგან გამოწვეული ცრემლის კურცხლები გამოიწვია, მე-3ბ კლასმა კი ღონისძიების ,,სხვა საქართველო სად არის?!“ ფარგლებში რაინდული შემართებით გაიხსენა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები და გმირული სულისკვეთება აღძრა მაყურებელთა შორის.
საინტერესო გამოსვლების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს ნაყოფიერი და მხიარული დასვენება უსურვეს.