ველისციხის საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვითი კონკურსში წელსაც აქტიურად არის ჩართული
20-06-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ველისციხის საჯარო სკოლა წელსაც აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვითი კონკურსში - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მოსწავლეებს ძალიან ბევრ სასიკეთო უნარ-ჩვევას უვითარებს.
„არაფორმალური განათლების კომპონენტი, განსაკუთრებულად მოსწონთ ჩვენს მოსწავლეებს და მის ფარგლებში ძალიან ბევრი კარგი აქტივობა ხორცილდება. წარმოგიდგენთ ერთ- ერთ მათგანს. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია, რომელსაც ორგანიზაცია CENN ახორციელებს და ფინანსურად UASID უზრუნველყოფს, არის პროექტი რომელიც მოსწავლეებს ძალიან ბევრ სასიკეთო უნარ-ჩვევას უვითარებს. ჩვენი სკოლა წელსაც მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში და ჩვენ მე და ჩემი სამოქალაქო კლუბ „ნოვატორის“ წევრმა მოსწავლეებმა შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა რომლის მიხედვითაც უნდა განვახორციელოთ მთელი რიგი აქტივობები პროექტის ფარგლებში“,-აღნიშნავს სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს