
ტყიბულის რაიონის ძმუისის სკოლის დირექტორი რამაზ გოგელაშვილი გარდაიცვალა. სკოლის წარმომადგენლობა სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„დიდი დანაკლისია ჩვენი დირექტორის რამაზ გოგელაშვილის გარდაცვალება, რომელიც ძალიან კეთილი და გულისხმიერი ადამიანი იყო და ახლა ჩვენს გვერდით აღარ არის.
სოფელს, სკოლას, ოჯახს, ყველას დააკლდება მისი მზრუნველობა. ღმერთმა ნათელში გამყოფოთ ბატონო რამაზ. ვიზიარებთ ოჯახის ტკივილს...“
ეტალონის შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს სკოლას დირექტორის გარდაცვალებას.