განძის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
20-06-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.