ფშაველის საჯარო სკოლაში, „ფოლკლორის სახლის“ მიერ ორგანიზებული საღამო გაიმართა
20-06-2019

თელავის მუნიციპალიტეტის ფშაველის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, „ფოლკლორის სახლის“ მიერ ორგანიზებული ტრადიციული მუსიკისა და საეკლესიო საგალობლების საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფშაველის სკოლის მოსწავლეები,  აღნიშნული კონცერტი-საღამო წარმოადგენდა წლის საფინალო საჩვენებელ ღონისძიებას. სადაც შესრულდა როგორც საეკლესიო ისე ფოლკლორული სიმღერები. გუნდს ხელმძღვანელობს ფოლკლორის სახლის ხელმძღვანელი - მარი ხაჩიძე. 

სკოლა წარმატებებს უსურვებს ფოლკლორის სახლს და მოსწავლეებს, უსურვებს სასიამოვნო არდადეგების გატარებას და მრავალ წარმატებას შემოქმედებით გზაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203