ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის პრეზენტაცია გამართეს
20-06-2019

ხაშურის N1 საჯარო სკოლის მერი ხარაბაძის სახელობის ბიბლიოთეკაში ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ მიერ შექმნილი წიგნის - „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ პრეზენტაცია ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გამართეს.

პრეზენტაციის შემდეგ დებატები გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გაგლოშვილი და ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203