თბილისის N124 საჯარო სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები პროფესიებისა და განათლების ფორუმში მონაწილეობდნენ
20-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამართულ პროფესიებისა და განათლების ფორუმში მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის ფრანგულენოვან წარმომადგენლებს გაეცნენ.

„ჩვენი სკოლის ფრანკოფონმა მოსწავლეებმა, ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ფრანგული სკოლაში გამართულ პროფესიებისა და განათლების ფორუმში. ისინი გაეცნენ სხვადასხვა პროფესიის ფრანგულენოვან წარმომადგენლებს, მიიღეს პროფესიული რჩევები, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მათ მომავლის არჩევანს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203