ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ფოლკლორულმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა
20-06-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ფოლკლორულმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ცაგერის რაიონში გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სკოლების მოსწავლეთა ფოლკლორული ანსამბლების შერჩევა, საქართველოს მე-5 რესპუბლიკური დათვალიერებისათვის, რომელშიც ლენტეხის N2 საჯარო სკოლის გუნდიც მონაწილეობდა. გუნდის წევრებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და თბილისში აღნიშნულ დათვალიერებაზე წარდგნენ. მათ პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვეს.