ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუცუბნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის თემატური ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
იხილეთ ფოტო