შეხვედრა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ( CSRDG) ქვემო ალვანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, 2019 წლის დაგეგმილი პროგრამული საქმიანობის ფარგლებში გაიმართა.
გაკვეთილი ჩაატარეს კოლეჯ ,,აისის'' პედაგოგებმა, რომლებიც სასწავლებელში ,,კულტურული მემკვიდრეობის გიდის'' სასწავლო კურსს კითხულობენ. გაიმართა აგრეთვე ვიქტორინა და გამარჯვებულ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები.