ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
19-06-2019
ვანის მუნიციპალიტეტის, ზეინდარის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელმა და მოსწავლეთა მშობლებმა მარშრუტით: ნავენახევი- ქუთაისი ექსკურსია მოაწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიის მიზანი იყო გარემოზე დაკვირვების, საგანთა შორის ინტეგრაციის, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, დაგეგმვის უნარების განვითარებისა და ქცევის წესების დამკვიდრების ხელშეწყობა.
„მოვინახულეთ ნავენახევის მღვიმე, მოწამეთისა და გელათის მონასტრები. მოსწავლეთა გართობის მიზნით ავედით გორაზე, პარკში. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აღნიშნული ადგილები და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ შინ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.