ბორბალოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
19-06-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ბორბალოს საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის, გიორგი დემეტრაშვილის ორგანიზატორობით, სასკოლო ღონისძიება, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ორ გუნდად დაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სკოლის აღსაზრდელები სპორტულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ. შეჯიბრში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.