თბილისის N124 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „9 აპრილი - როგორც ერის მეხსიერების ნაწილი“ გაიმართა
19-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-11გ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „9 აპრილი - როგორც ერის მეხსიერების ნაწილი“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეებმა ამაღელვებელი ვიდეო მასალა და სიტყვა წარუდგინეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს