ღოუბანის საჯარო სკოლაში ხელოვნებაში ვიქტორინა ჩატარდა
19-06-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ღოუბანის საჯარო სკოლაში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ხელოვნების კონსულტანტ-მასწავლებლის ლუდმილა გაგუას ორგანიზებით ხელოვნებაში ვიქტორინა ჩატარდა. ასევე მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მიერ ჯვრული ქარგვით შესრულებული ნამუშევრები.

ვიქტორინა, რომელშიც VI და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ VI კლასის გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულები გამოავლინა წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები. ასევე, მოსწავლეები დასაჩუქრდნენ წიგნებით მასწავლებლის სახლიდან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მასწავლებლის სახლის „ასწავლე საქართველოს“ პროექტის კოორდინატორი თამთა ნაცვალაძე, სკოლის ადმინისტრაცია, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203