რუფოთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
19-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, რუფოთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. კუსრდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.