წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ
19-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ.
ინგლისური ენის პედაგოგის ნინო გიორხელიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი თემა დაამუშავეს, ნახატები დახატეს და გაზეთი გამოუშვეს.
„ყოჩაღ ბავშვებო! მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც ყოველთვის გვთავაზობს სიახლეებს თავის გაკვეთილებზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.