გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლე ზაურ კარაიამ ძალოსნობაში რესპუბლიკურ ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
19-06-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გორგაძეების საჯარო სკოლის VIIl კლასის მოსწავლე ზაურ კარაიამ ძალოსნობაში რესპუბლიკურ ტურნირზე 49 კგ წონით კატეგორიაში, ორჭიდში, ჯამში 92 კგ შედეგით, lll საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლის აღსაზრდელი 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის ასპარეზობდა.
სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.