ოზურგეთის N3 საჯარო სკოლას მწერალი დათო ტურაშვილი სტუმრობდა
19-06-2019
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლას მწერალი დათო ტურაშვილი სტუმრობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მწერალმა პედაგოგებთან და მოსწავლეებთან გამოცემული წიგნების შესახებ ისაუბრა. უპასუხა დასმულ შეკითხვებს, გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები აქტუალურ თემებზე, ევროპულ ღირებულებებსა და კულტურაზე, განათლების მნიშვნელობაზე და წიგნიერებაზე.

„შეხვედრა შთამბეჭდავად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმაც მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული კითხვები დაუსვეს მწერალს, რის შესახებაც თავად  დათო ტურაშვილმა  ასე აღნიშნა - „რაც შეეხება ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლას, იქაც ისეთი შეკითხვები ჰქონდათ მოსწავლეებს (ჩვენი ლექციის შემდეგ), რომ საბოლოოდ მივხვდი, თუ რატომ და როგორ დაუბრუნდნენ გურულები ევროპას ყველაზე ადრე, როგორც ჩვენს უძველეს, ისტორიულ სახლს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203