
თბილისში, ტექნოპარკში ტექნოლოგიური გამოწვევების კონკურსი გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მხოლოდ გოგონებისგან შემდგარი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის იყო ხონის აკაკი ჩხენკელის სახელობის N2 საჯარო სკოლის გუნდი - Freedom Girls.
დეა კუჭავა, ნინი ჩხენკელი და ნინი ჩარგეიშვილი მე-8 კლასელები არიან, მათი მენტორი კი ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი Shannon Kramer. გოგონებმა შეისწავლეს კოდირება, დიზაინი, აპლიკაციის შექმნა და ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილიც მოიპოვეს. ივნისის თვეში კი საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
რაც შეეხება თავად აპლიკაციას იგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ აძლევს ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს!
სკოლის დირექცია მოსწავლეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები