რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მწვანე ტბაზე გამართულ სპორტულ მარათონში მონაწილეობდნენ
19-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, მალხაზ შავაძის სახელობის რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მწვანე ტბაზე გამართულ სპორტულ მარათონში მონაწილეობდნენ. 

სკოლის აღსაზრდელები მარათონში ხალისით ჩაერთნენ.

სკოლამ სპორტული ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბაგირის გადაწევაში პირველი ადგილი მოიპოვა.

სპორტული ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203